воскресенье, 9 ноября 2008 г.

სკოლის საიტი

სკოლის საიტი

ახალი ამბები

2008-10-31
ჰელოუინი

სკოლაში შედგა სასკოლო პროექტის "მსოფლიოს ხალხთა ტრადიციების" - ჰელოუინის პრეზენტაცია. პრეზენტაცია სამ ეტაპად იქნა წარმოდგენილი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კოსტიუმები, გოგრის კომპოზიციები, სკეჩები, რიტუალური ცეკვები.


2008-10-31
თვითმმართველობის არჩევნები

31 ოქტომბერს სკოლაში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნები.არჩევნებში მონაწილეობდნენ საშუალო და ზედა საფეხურის მოსწავლეები. ხმის დამთვლელმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები: საშუალო საფეხურის - 8 მოსწავლე, საბაზო საფეხურის - 2 მოსწავლე.


2008-10-28 და 2008-10-29
ტრენინგი “თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის დროს”

მასწავლებელთა 2008-2009 წ.წ. ზამთრის კონფერენციის ფარგლებში, სასკოლო კონფერენციის ჩატარების მიზნით, მოეწყო პროექტში ჩართულ პედაგოგთა ტრენინგი “თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის დროს”

სკოლის ისტორია

ქ. თბილისის 136 ე საჯარო სკოლა, დაარსდა 1974 წელს, როგორც რუსული სკოლა, ხოლო 1998 წლიდან გაიხსნა ქართული სექტორის კლასები.

დღეისათვის სსიპ 136 ე საჯარო სკოლაში, I დან XI კლასის ჩათვლით, სწავლა მიმდინარეობს ორ რუსულ და ქართულ სექტორებზე. 2007-2008 სასწავლო წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, სკოლაში ირიცხება 829 მოსწავლე.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სადაც ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი. ამ მიზნის განსახორციელებლად სკოლა მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით.