воскресенье, 9 ноября 2008 г.

ახალი ამბები

2008-10-31
ჰელოუინი

სკოლაში შედგა სასკოლო პროექტის "მსოფლიოს ხალხთა ტრადიციების" - ჰელოუინის პრეზენტაცია. პრეზენტაცია სამ ეტაპად იქნა წარმოდგენილი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კოსტიუმები, გოგრის კომპოზიციები, სკეჩები, რიტუალური ცეკვები.


2008-10-31
თვითმმართველობის არჩევნები

31 ოქტომბერს სკოლაში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნები.არჩევნებში მონაწილეობდნენ საშუალო და ზედა საფეხურის მოსწავლეები. ხმის დამთვლელმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები: საშუალო საფეხურის - 8 მოსწავლე, საბაზო საფეხურის - 2 მოსწავლე.


2008-10-28 და 2008-10-29
ტრენინგი “თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის დროს”

მასწავლებელთა 2008-2009 წ.წ. ზამთრის კონფერენციის ფარგლებში, სასკოლო კონფერენციის ჩატარების მიზნით, მოეწყო პროექტში ჩართულ პედაგოგთა ტრენინგი “თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის დროს”

Комментариев нет: